Saturday, February 13, 2010

ძალადობა სკოლებში და ”უსაფრთხო სკოლა”

მოზარდებს შორის ძალადობა დღეს საკმაოდ აქტიური თემაა და მასზე საუბარი აღარავის უკვირს. ყოველდღიურად ახალ-ახალი ამბები მოგვდის ასეთი ფაქტების შესახებ მედია საშუალებებიდან, მეზობლებისგან, თუ უბრალოდ შორეული ახლობლებისგან.
10-15 წლის ბავშვებს შორის უსასტიკესი ძალადობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი პრობლემაა, მოზარდები ერთმანეთის მკვლელებად და მსხვერპლებად არიან ქცეულნი, სოციალური ინსტიტუტები კი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერაფერს აწყობენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

სკოლა, რომელიც ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, ხშირად ხდება მოზარდთა შორის ძალადობის თავშესაფარი. საქართველოს სკოლებში ხშირია ჩაგვრის, დაცინვის, ზეწოლის ფაქტები, კომფლიქტები, ჩხუბი მოსწავლეებს შორის, რომელიც ხშირად ხელჩართულიდან შეიარაღებულ ჩხუბამდე მიდის ხოლმე. ასეთი ფაქტები ზოგჯერ გაუხმაურებელიც კი რჩება, რათა სკოლის პრესტიჟი არ შეილახოს.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, ცოტა ხნის წინ, მოხდა ასეთი ფაქტი: მე-8 კლასელმა ბიჭებმა, რომლებიც პარალელური კლასელები იყვნენ, შელაპარაკების დროს, ერთმანეთი დანით დაჭრეს, საუბედუროდ მსხვერპლს დანა არტერიაში მოხვდა და გარდაიცვალა. ამ ბიჭებს შორის კომფლიქტი პირველი არ იყო, თანაკლასელები ხშირად ხედავდნენ სკოლის დერეფანში თუ ეზოში მოჩხუბარ ამ ორ ახალგაზრდას, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ასეთმა უყურადღებობამ, კი ორი არასრულწლოვანი ასეთ ბოლომდე მიიყვანა. ამ სკოლის დირექტორის, ქალბატონი ნაზის თქმით-”ბავშვები ხშირად ჩხუბობენ, ჭიდაობენ, ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან, ყოველ ასეთ ფაქტზე კი რეაგირება ძნელია, თან ისეთ ასაკში არიან, ძალა ერჩით. გიორგი და ნიკაც ხშირად ჩხუბობდნენ, ამ ამბავმა ჩემ ყურამდეც ბევრჯერ მოაღწია, ამის გამო ვიბარებდი, ვარიგებდი, ხან გარიცხვით ვემუქრებოდი, მაგრამ 3-4 დღის მერე ისევ მათ ჩხუბზე მოდიოდა ინფორმაცია. ამის შესახებ მათი მშობლებიც მყავდა გაფრთხილებული, მაგრამ რას წარმოვიდგენდით ან მე და ან მათი მშობლები, რომ ეს კომლიქტი ასეთ ტრაგედიად გადაიქცეოდა. ეს მწარე გაკვეთილი იყო ჩვენი სკოლისთვის და იმედია სხვა სკოლებიც გაითვალისწინებენ, ვითომ უწყინარი კამათიდან ბავშვები შეიძლება ასეთ დასასრულამდე მივიდნენ, ამიტომ დროზე მოახდინონ რეაგირება”.

24-ე საჯარო სკოლის დირექტორის, გია მურღულიას თქმით ”მოსწავლეებს შორის, ძალადობის მიზეზი უმეტესწილად ისაა, რომ ისინი ხედავენ ძალიან ხშირად, თუ როგორ აღწევენ წარმატებას ხშირ შემთხვევებში ის ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩევიან საყოველთაოდ აღიარებული ზნეობებით, განათლებით და თავისუფლება ესმით, როგორც სათავისო ქცევა. მეორე მომენტი არის ის რომ ჯერჯერობით ვერ დავძლიეთ ქურდული და ძველბიჭური ცნობიერება”. ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის განცხადებით ”სკოლებში ბავშვებს შორის ძალადობის მიზეზი ის არის, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში არ არსებობს აღზრდის და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების სისტემა, ხოლო ზოგადად მათი აგრესიულობა გამოწვეულია იმ სოციალური გარემოთი სადაც ბავშვები იზრდებიან. მოზარდები ტელევიზორით, ინტერნეტით იმდენ ძალადობას და სისასტიკეს უყურებენ, რომ მათი ფსიქიკა უკვე ეჩვევა ასეთ დამოკიდებულებას”. ამ მოსაზრებას, თბილისის მე-5 განყოფილების უფროსი, პაატა ზარიძეც იზიარებს. მასაც მოზარდევში ძალადობის მოთხოვნილების გაზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, ის ფილმები და თამაშები მიაჩნია, რომლებსაც მოსწავლეები მთელი დღეები უსხედან წიგმნის კითხვისა და მეცადინეობის ნაცვლად. ” 12 წლის ბავშვი რომ ხედავს და უსმენს, როგორ კლავენ ერთმანეთს და სულ ”მოგკლავ”, ”გაგანადგურებ” ესმით, ქუჩაში გასულები თითინთაც ანალოგიურად იქცევიან. კაცის მოკვლა არაფრათ უღირთ და სხვა უფრო მსუბუქ დანაშაულებზე დაფიქრდებიან? ”.

მოზარდებში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, მაგრამ აი რაც ამ პრობლემასთა ბრძოლას შეეხება, საქმე ცოტა რთულადაა. სპეციალისტთა თქმით, ამ პრობლემასთან ბრძოლა პირველ რიგში საზოგადოების მოვალეობაა, პირველ რიგში ოჯახმა, მშობლებმა და გარემოცვამ უნდა შეუქმნას ბავშვს გარემო, სადაც ნაკლებად იქნება ძალადობის ფაქტები, დაწყებული მშობლებს შორის კომლიქტით, დამთავრებული ”action“ კომპიუტერული თანაშებით. შემდეგ კი უკვე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ძალადობის აღმოსაფხვრელად სკოლებშიც და ზოგადად საზოგადოებაშიც.

პრაქტიკაში ამ პრობლემასთან ბრძოლას ოჯახი ყველაზე მეტად არიდებს თავს, რადგან არ აღიარებს საკუთარი შვილის გადაჭარბებულ აგრესიას, ვერ ხედავს პრობლემებს ასეთ ქცევებში და რეალურ ფაქტებში გამოვლენის დროსაც, კი იმის მაგივრად, რომ იზრუნოს პრობლემის აღმოფხვრაზე, მის ”მიჩუმათებას” ცდილობს, ამით კი ბავშვების აზროვნებაში ჩნდება აზრი-”მაინც შემრჩება”. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი, ეს საზოგადოების შემადგენელი ელემენტია, შეიძლება ითქვას, რომ 90% ადამიანებისა ასევე იქცევა, როგორც ერთი ოჯახის მაგალითზე შეიძლება დავინახოთ. ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მასწავლებელი, ირმა ბეგიაშვილი აღნიშნავს-”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან თითქმის 80% საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლების, მათ შორის პოლიტიკოსების, შვილები სწავლობენ და თავად აკრიტიკებენ სხვების ქმედებებს, როცა საქმე მათ შვილებზე მიდგება, ყველანაირად ცდილობენ ამბები მიჩქმალონ. მაგალითად იყო ჩვენს სკოლაში ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ჩინოვნიკის მე-7 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს სკამი თავში ჩაარტყა, რის გამოც ეს მოსწავლე საკმაოდ დიდხანს მკურნალობდა. თუმცა ამ ამბავმა ისე ჩაიარა, არც ეს ფაქტი გახმაურებულა, არც ამ ჩინოვნიკის გვარი და არც გოგონას მიუღია რაიმე სასჯელი. აი ესაა საზოგადოება, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს! ”.

სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თავისი მეთოდები და შეხედულებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი ძირითადი ხერხები არის კვლევების და კონფერენციების ჩატარება. საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იკვლევენ მიზეზებს სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ადგილებში და ამის შემედეგ იწყებენ იმ ადგილას საჭირო ტრეინინგების ჩატარებას, არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მათ მშობლებთან და სკოლის დირექციასთან. ასეთი შეხვედრები უმეტესწილად სკოლებშივე ტარდება. ამ კომფერენციების დახმარებით, მოსწავლეები უკეთ იგებენ რა არის ძალადბა, რა იწვევს მას და როგორ უნდა დავთრგუნოთ სისასტიკე საკუთარ თავში.

სახელწიფომ, მოზარდთა შორის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, რამოდენიმე გზა დასცადა. მათ შორის სკოლებში კონტროლის გამკაცრება ბავშვებზე, სადამსჯელო ღონისძიებების აღსრულების ზღვარის დაწევა 12წლამდე და ა।შ. თუმცა საკმარისად არცერთმა გაამართლა.

უკანასკნელი რეფორმა სახელწოდებით ”უსაფრთხო სკოლა” 2007 წლიდან მოქმედებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ამ პროექტის შემადგენელი კომპონენტებია: უსაფრთხო სასკოლო კლიმატის შექმნა, ძალადობის პრევენციისკენ მიმართული თემების შეტანა, ძალადობის ადრეული იდენტიფიკაცია, სასკოლო კოდექსის შემუშავება და ა.შ. პროექტის მიზანი სკოლებში დისციპლინის დამყარება, სწორი ღონისძიებების დამკვიდრება და ანტიკრიმინალური კამპანიის წარმოების გზით არასრულწლოვანთა შორის, დანაშაულის გახშირებული ფაქტების პროვინციაა. მაშინდელი მინისტრის, კახა ლომაიას განცხადებით ”კრიმინალი, დღევანდელი სკოლის გამოწვევაა, რაც ზომების სასწრაფოდ მიღებას საჭიროებდა”. ოპოზიციური პარტიების ნაწილი, კი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არის არასწორი მიმართულება, რადგან პედაგოგიური მიდგომების ხარჯზე, ხდება ”პოლიციური რეჯიმის” დამკვიდრება.

”პოლიცია სკოლაში” გულისხმობს არა მათი ძალის დემონსტრაციას სკოლებში, არამედ მოსწავლეებისათვის აღმზრდელობითი ფუნქციის შეთავსებას. ეს სპიკერ-პოლიციელები ანხორციელებენ კონტროლს ბავშვებზე, რომ არ მოხდეს იარაღის, ნარკოტიკული ნივთიერების, ალკოფოლის შეტანა სკოლებში, ატარებენ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით სემინარებს და გარდა ამისა, პოლიციელები, სასწავლო დროის განმავლობაში, დრო და დრო აწყობენ მოსწავლეთა შემოწმებას. ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, მოზარდების მიმართ უფრო ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რადგან ბავშვთა ფსიქიკა რთულია და შეიძლება უარყოფითათ იმოქმედოს ასეთმა ღონისძიებებმა.

”უასფრთხო სკოლა”, ასევე ითვალისწინებს, საჯარო სკოლის მოსწავლეებზე დოსიეების მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც იქნება ინფორმაცია მათი ყოფაქცევის, გადაცდომებისა თუ მიღწევების შესახებ. ასევე პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სიახლეა, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა ვალდებულებებს, აკრძალული ნივთების ნუსხას (ნარკოტიკული საშუალებები, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, მობილური ტელეფონი, თამბაქო); დისციპლინარული გადაცდომების სახეები (ქურდობა, ძალადობა, ვაჭრობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება); მოსწავლეთა ჩაცმის წესი და ა.შ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სასჯელი, საყვედური, სკოლისთვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება (გარდა საპირფარეშოების დალაგებისა), გაკვეთილიდან გაძევება და სკოლიდან გარიცხვა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ”იმის ალბათობა, რომ დაჭერილი ადამიანი ციხიდან უკეთესი გამოვა, ძალიან დაბალია, ამიტომ დანაშაულის აცილება და დამნაშავეთა რიცხვის შემცირება, სკოლის მოსწავლეებიდან უნდა დავიწყოთ”. ომბუტსმენის ოფისის ბავშვთა უფლებების ცენტრის მთავარი სპეციალისტის, მაია გედევანიშვილის აზრით, კი ”როგორ უნდა ვეძებოთ ჯერ ჩაუდენელი დანაშაული სკოლაში? თუ გარდატეხის ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, ხშირად პროვოკაციული ქცევა, მათი ჩაცმის უცნაური მანერა და ხმამაგალი საუბარი, დანაშაულის ჩადების წინაპირობად მივიჩნიეთ, ვერაფერს მივაღწევთ. როცა აღმზრდელობით პროცესზეა საუბარი, აქ მოგვარებაში მოზარდებს მშობლები და მასწავლებლები უნდა დაეხმარნონ და არა პოლიციელები”.

180-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი მადონა მუმლაძის განცხადებით, ეს პროექტი საკმაოდ წარმატებით და შედეგობრივად ხორციელდება, რადგან ბავშვები მეტად გაცნობიერდნენ კანონებში, იციან რა არი დანაშაული და როგორ ისჯება ის। ჩემი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტის დახმარებით არა მარტო თითინ გახდნენ კანონმორჩილნი, არამედ სხვა თანატოლებსაც მოუწოდებენ ამისკენ”. თავად მოსწავლეების აზრი, სამადაა გაყოფილი. ერთი ნაწილის აზრით რა ღონისძიებებიც არ უნდა გატარდეს, იმ მოსწავლეებს მაინც ”არაფერი ეშველებათ” ვისაც ძალადობა სულში აქვს. მეორე ნაწილი კმაყოფილია ”უსაფრთხო სკოლის” რეფორმით, რადგან მისი დახმარებით, მეტად გააცნობიერეს კანონისა და დანაშაულის რაობა, უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს სკოლის შენობაში, მეტი ნდობა გაუჩნდათ პოლიციის. ხოლო მესამე ნაწილის აზრით ”ეს ნამდვილი საშინელებაა, ვიღაც ტიპი მოდის და გეუბნება რა ჩაიცვა, რა თქვა, როგორ თქვა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, მაგათ ჯერ თავიანთ შვილებს მიხედონ. ჩვენ გვერდით სკოლაში, ერთი ჩვენი პოლიციელი მასწავლებლის ბიჭმა კლასელი მაგრად სცება, იმას არაფერი უთხრეს და მე რა უფლებით მთხოვენ რამეს?”

არ არსებობს პროექტი, რომელიც ყველაში ერთნაირ დამოკიდებულებას გამოიწვევს, მაგრამ ”უსაფრთხო სკოლა” დროში გამოიცდება, გამოჩნდება მისი შედეგიანობა თუ უშედეგობა. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე განხორციელდეს და ის შედეგები ჰქონდეს, რაც მის დამნერგავებს ჰქონდათ გათვლილი. მანამდე კი ძალადობა სკოლებში კვლავაც მძიმე და ტრაგიკულ პრობლემად რჩება და არავინ იცის, რამდენი დამნაშავე, რამდენი მსხვერპლი და რამდენი კანონმორჩილი ადამიანი ჩამოყალიბდება მის კედლებში.

Tuesday, February 9, 2010

ძალადობა ბავშვებზე

ძალადობა, ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც ემოციურ, ფიზიურ, სექსუალურ, სოციალურ ზიანს მოიცავს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ღირსება და თავისუფლება.


ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და ა।შ. ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდან - ეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.

ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.


საქართველოს და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთობლივად ჩაატარეს კვლევა ”საქართველოში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახურ ძალადობის აცილებასა და ქალების დახმარებისათვის”, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობასა და ძალადობას ბავშვებზე. გამოკითხულ პედეატრთა 47%-ის შეფასებით საქართველოში, ოჯახში, მიღებულია ბავშვის მსუბუქად ფიზიკური დასჯა, ცემა, როზგი, თმით თრევა და ა।შ. 15%-ს შეხება ჰქონია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, იგივე რაოდენობის პედიატრებს კი ბავშვების მშობლების მხრიდან უცხოეთში გაშვილების ფაქტებთან. გინეკოლოგთა 9%-ს პრაქტიკაში შეხვედრია ბავშვები, რომლებიც ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. გოგონები, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლნი არიან, ყოველ მეათე გინეკოლოგს ჰქონია შემთხვევა.

თბილისის ქუჩებში ალბად ბევრი შეხვედრია 22-25 წლოს გოგონას, ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულსა და ”გამოპრანჭულს”, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავს ესაუბრება, ხშირად აგრესიულია, ყვირის, ტირის, გაურკვეველი შინაარსის სიტყვებს გამოსცემ. მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი თითქმის არავინ იცის, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვისაა ცნობილი. ის საკუთარმა, ალკოჰოლიკმა მამამ გააუპატიურა 12 წლის ასაკში, ამ დროს სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ შეუსწრო და ამ ფაქტის მომსწრემ საკუთარ ქმარს, იქვე მაგიდაზე ნაპოვნი, დანა ჩაარტყა და თითონაც თავი მოიკლა. ამის შემდეგ ნინოს ფსიქიკა სრულიად დაუზიანდა, ხანგრძლივმა მკურნალობამ და ფსიქოლოგების დიდმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოღო. სპეციალისტთა თქმით, ძნელი და თითქმის შეუძლებელია ასეთი სტრეს-გადატანილი ბავშვების განკურნება, ამიტომ ასეთი ფაქტების მოხდენამდეა საჭირო ყველა ძალითა და საშუალებით ბრძოლა ამგვარი და სხვა სახის ძალადობების წინააღმდეგ.

საქართველოს პედეატრთა 44%-ის აზრით, მოსალოდნელი ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისათვის, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, 62%-ის შეფასებით, კი სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბრძოლას, ბავშვებზე სხვადასხვა სახის ძალის გამოყენების წინააღმდე. ქვეყანაში კი ჯერჯერობით არ არსებობს რეალური საშუალებები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.