Tuesday, March 16, 2010

რელიგიის თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება საყოველთაოდ არის აღიარებული ადამიანის უფლებების საფუძვლად. რელიგიის თავისუფლება, ფაქტობრივად ყველა ნაციისათვის იქცა კონსტიტუციაში გამოხატულ ნორმატიულ პრინციპად. რელიგიისა და რწმენის საკითხები ადამიანის ყველაზე ღრმა სულიერ სფეროს განეკუთნება და განუყოფლად არის დაკავშირებული პიროვნების ღირსებისა და სინდისის ხელშეუხებლობასთან.
რელიგიური თავისუფლება, როგორც-სასაზოგადოებრივ სუბიექტური უფლება: 1. იცავს პირის ხელშეუხებლობას; 2. აღჭურვას მოქალაქეებს კონკრეტული უფლებით, სწამდეთ რომელიმე რელიგია, 3. სახელწიფოსგან ითხოვს თანამშრომლობას ან ნებართვას, გარკვეულ რელიგიური მომსახურებისათვის. რელიგიურ თავისუფლებას ორი ასპექტი აქვს. ერთის მხრივ იგი მოიცავს რწმენის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ-მათ უფლებას ვისაც არ სწამს. ამ კონტექსტიდან კარგად ჩანს აზრის თავისუფლების მნიშვნელობა.
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით კვლავ არა ერთი პრობლემა არსებობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ, ფართო საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა წარუდგინა ანგარიში, რომელიც 2008 წლის 1ივლისიდან 2009 წლის 30 ივნისამდე რელიგიის თავისუფლების კუთხით 198 ქვეყანაში არსებულ ვითარებას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოცაა. სახელმწიფო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსგავსი ანგარიშების ტონი აღარ არის ისეთი მკაცრი, როგორიც იყო 1997 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში, როდესაც საქართველო, მისი სიტყვებით, სავიზიტო ბარათად იყო ქცეული მთელს მსოფლიოში, რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის თვალსაზრისით.
სტატისტიკის მიხედვით, თუ 2005 წელს დაფიქსირებული იყო 80 შემთხვევა იეჰოვას მოწმეთა შეურაწყოფისა, უკანასკნელ რამოდენიმე თვეში ასეთი შემთხვევა უკვე 24-ია: ”უვარდებიან ადამიანთა ჟგუფები იაჰოვას საოფისე შენობებს, აგდებენ იქ ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ამან ძალიან ინტენსიური სახე მიიღო”.
ბოლნისში მცხოვრები მუსლიმანების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბოლნისის რაიონში, 2009 წელს, 22 გრანდიოზული ჯვარი აღმართეს, მუსლიმანთა სასაფლაოებსა და დასახლებების ახლოს.
რელიგიურ უმცირესობათა პროტესტს იწვევს მართლმადიდებელი მასწავლებლების მიერ, მართლმადიდებლობის გარდა, ყველა სხვა რელიგიის კრიტიკის ფაქტები. დღეს რელიგია სკოლებში ოფიციაულურ საგნად არ ისწავლება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ ხსნის. პრობლემატურ საკითხად რჩება: უნდა იყოს თუ არა მოწყობილი საჯარო სკოლების ოთახებში ხატების კუთხეები?! უქმნის თუ არა უხერხულობას ამგვარი ფაქტები მათ, ვინც არ არის მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევარი?! ილახება თუ არა ამით რელიგიის უმცირესობების უფლებები?
რელიგიური უმცირესობები უჩივიან ქართულ მედიასაც, მაგალითად მუსლიმანი მოსახლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის ოფისის გარდა, არასდროს არავინ არ მიდის მათი ღონისძიების გასაშუქებლად. ელექტრონულ მედიაში ეს თემა არის სრულიად ტაბუირებული. აქ ჩვენ ვერ ვხვდებით რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებას, ტოლერანტობის კუთხით რელიგიურობის წარმოჩენას, ხოლო ბეჭვდითი მედია სავსეა სიძულვილის გამომხატველი პუბლიკაციებით.
რამ გამოიწვია ასეთ ფაქტთა სიმრავლე? ყოველივე ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ისიც, რომ ასეთ დროს სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება ნოლის ტოლია. ისინი უბრალოდ ჩუმდებიან, როდესაც საქმე გვაქვს რელიგიურ დანაშაულთან, ხელისუფლება ალბათ ფიქრობს, რომ ამის გამო მას შეიძლება დაუპირისპირდეს საპატრიარქო, მართლმადიდებლური ჯგუფები და პოლიტიკური ოპოზიცია.
სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციების მიუხედავად, მსგავსი ფაქთები აღიქმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად და ფასდება ხულიგნობად და არა რელიგიურ დევნად. პოზიტიურ საქმიანობად ფასდება-სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი წინგადადგმულ ნაბიჯად ეთვლება ციხეებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მათი რელიგიის შესაბამისი პირობების შექმნა.
ქვეყანაში კვლავ რჩება მართლმადიდებლური სარწმუნოება პრივილეგირებულად, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ პირობებში აყენებს, საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო და დღესაც მრავალეთნიკური ქვეყანაა. ქართველებს მიაჩნიათ, რომ ტოლერანტულ ქვეყნებს შორის არიან და ხშირად ამბობენ, რომ დაცულია ყველა მოქალაქის რელიგიური უფლება და თავისუფლება.
თვალი გადავავლოთ პროცენტულ განაწილებას. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია- ქართველი მართლმადიდებლები 65%, რუსი მართლმადიდებლები 10%, რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ 11% და სომხეთის სამოციქულო ეკლესია 8%.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს განცხადებით ”რელიგიის თავისუფლება ყველა ჭეშმარიტი თავისუფლების საწყისი და დამცველია”.
ადამიანის რელიგიური უფლებების აპოლოგია შეგვიძლია დავინახოთ საერთაშორისო სამართალში და საერთაშორისო ხელშეკრულებით რელიგიური უფლებებისათვის მინიჭებულ აღიარებაში, კერძოდ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში (1948), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში (1955), რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე ნებისმიერი ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაციაში (1981).
თუმცა, ფაქტობრივად ერთია თუ რა წერია ფურცელზე, როგორია კანონი და მეორე, როგორ ხორციელდება იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნის 2/3 მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევარია, ამით უმცირესობაში ექცევიან არა ამ სარწმუნოების მიმდებვრები. პროტესტს იწვევს ბევრი მოქალაქის გულში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მოქმედება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. სახელმწიფოს მხრიდანაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მართლმადიდებლები ატარებენ, ნაკლებადაა ცნობილი ჩვენთვის, რა სიტვაციაა ამ დროს მუსლიმანებში, იაჰოვას მოწმეებში და ა.შ.
მე, როგორც ქრისტიანი, საქართველოს მოქალაქე, ვთვლი, რომ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული რელიგიის თავისუფლება, ნაკლებად ირღვეოდეს უმცირესობათა უფლებები. კანონი თანაბრად უნდა იცავდეს ყველა რელიგიის მიმდევართა უფლებებს, რაშიც უდიდესი როლი უნდა ითამაშონ სამართალდამცავებმა და პირველ რიგში სახელმწიფომ.
ვიყოთ შემწყნარებელნი ყველა სარწმუნოების მიმართ და არ გავიზიაროთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ”თითოეულ ქვეყანაში დევნის მსხვერპლნი, მხოლოდ საკითარი მრწამსის მიმართ ითხოვენ ტოლერანტობის გამოჩენას”।




თემის ავტორი: ნათია ტუღუში

Monday, March 1, 2010

პატარა წერილი სიყვარულზე

არ ვიცი ვინ ხარ,არ ვიცი როგორ და რატომ მოხვდა ეს ნაწერი შენთან,მაგრამ მინდა რომ იცოდე ვწერ იმას რაც მე ვიგრძენი,რაც განვიცადე,რამაც მასწავლა ცხოვრება,რამაც ჩემი თავი მაპოვნინა და შემდეგ დამაკარგინა,რამაც უმზეოდ გამათბო და რამაც სამუდამოდ გამაცია,რამაც სილამაზის აღქმა მასწავლა და რამაც საბოლოოდ დამიხუჭა თვალი,რამაც სულის მუსიკა გამაგონა და რამაც საბოლოოდ მომისპო სმენა,რამაც ცაში ამიყვანა და რამაც ქვესკნელი მანახა მყისვე... მინდა გითხრა ფრაზა, რომელიც ყველაფერზე მეტია,ფრაზა რომელიც ცხოვრების არსია,ფრაზა რომელიც თავად ღმერთია:მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ და ამიტომ ვწერ,არ ვიცი რას მაგრამ ვწერ,არც ის ვიცი რატომ მაგრამ მაინც ვწერ... შენში განაგრძობს ეს ისტორია სიცოცხლეს რადგან მე მოვკვები,დავსვავ წერტილს და მოვკვდები... უსაზღვროა სამყარო გრძნობისა და მე მასში საბოლოოდ ვპოვე ჩემი ადგილი.მე ვარ ადამიანი რომელიც სიყვარულად,სიყვარულისთვის და სიყვარულით მოვიდა ქვეყნად... შევიგრძენი ჭეშმარიტება,ვიხილე უსასრულო სივრცე,თვალებში ჩავხედე ყოვლისმომცველ ბობოქარ გრძნობას და მან მშთანთქა... შემიყვარდა... მე არასდროს ვარსებობდი,მე ყველა თქვენგანი ვარ,,, უბრალოდ განსხვავებული ისტორიით... ყველა ადამიანი დაინახავს რაღაც თავისას, ყველა ადამიანს გაუჩნდება გრძნობა რომელიც მე განვიცადე... ცრემლით ვასველებ ფურცელს,ემოცია ლამაზად იქარგება ქართულ ანბანში,მე ამ ნაწერში ჩემს თავს დავტოვებ,ჩემს სიყვარულს რომელსაც თქვენ გიძღვნით...მე მას ვიცნობდი,ვიცნობდი მთელი ჩემი ცხოვრება... ამას ახლაღა ვხვდები... თურმე ის ჩემში იყო,თვალით ვერ ვხედავდი და მის თვალებში დავინახე ერთხელაც... გადატრიალდა ცნობიერება... ჩემს წინ შეიქმნა სამყარო,მე დავინახე ჭეშმარიტება... როგორ გაიყო სიათლე ბნელისგან,როგორ შეიქმნა ადამიანი,როგორ შეიქმნა სამოთხე... ჩემთვის ცხადი გახდა ყველაფერი... თვალები სარკეა სულისო,,, იცით ეს მისი თვალები აღმოჩნდა ჩემი სულის სარკე,მე მისი თვალებით დავინახე მე ვინ ვიყავი,მე მისმა თვალებმა მაგრძნობინა სამყაროს საოცრება... აღარც კი მახსოვს ვინ ვიყავი... მე მაშინ დავიბადე... თითქოს არ ვყოფილიყავ მანამდე... თითქოს მეძინა და გავიღვიძე... თუმცა ვიცნობდი მანამდე,მაშივ ვიგრძენი,არ ვიცი რატომ,არ ვიცი როგორ... ალბათ არასდროს შეხვედრია ჩემი მზერა მისას ასე პირდაპირ... მე ის ვიპოვე,ვიპოვე იმისთვის რომ დამეკარგა სამუდამოდ... ადამიანად ვიგრძენი თავი... ამ დღის შემდეგ ამ ქვეყნად აღარაფერი არსებობდა ქვეყნად ჩემთვის მის გარდა... მისთვის ვცოცხლობდი,ვლოცულობდი... მართლმადიდებელმა ადამიანმა ვაღიარე ღმერთად ადამიანი,მე ის გავაღმერთე... ის რასაც გეტყვით,შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს,მაგრამ მე მჯერა რომ ის ვინც თავს ადამიანად მიიჩნევს,ის ვინც გრძნობს სიტკბოებას ამა ქვეყნისას,გამიგებს... ჩემთვის სამყარო მისით დაიწყო და მისით დამთავრდა... ხმას ვერ ვიღებდი,ვუყურებდი და ამით უბედნიერესი ვიყავი,,, ვუყურებდი და ვხედავდი რომ ის ჩემთვის ყველაფერი იყო,,, ვუყურებდი როგორც ხატებას,როგორც ზმანებას,როგორც ხსნას ჩემი ცოდვილი სულისას... როგორც ანგელოზს ქვეყნად მოვლენილს,,, როგორც ხატიდან გადმოსულ ფრესკას დიდებულს... ეს გრძნობა ყველაფერზე დიდი აღმოჩნდა მე მან მომიცვა,დამატყვევა,,, ისე მიყვარდა,რომ ვერც კი ვუმხელდი ჩემს გრძნობას,ისე მიყვარდა რომ ვერიდებოდი მასთან სიახლოვეს,რადგან ამ დროს ვკარგავდი რეალობის აღქმის უნარს... მე მაშინ ბავშვი ვიყავი,,, პატარა ბავშვი,მაგრამ განვიცადე ის რასაც დღემდე ვგრძნობ... პირველად ყურში,არ ვიცი როგორ,მაგრამ ვუთხარი: მიყვარხარ... დღემდე არ მჯერა რომ ეს გავბედე,,, იცით რატომ? სუნთქვა მეკვროდა,ვერ ვინძრეოდი,,, თუ ვინმე თვლის რომ სასწაული აქვს ნანახი მე ის გამიგებს... მე არ გესაუბრებით მის გრძნობაზე,,, მე ჩემსას გეტყვით... მთელი ცხოვრება მიყვარდა ერთი... და არ მქონია მასთან ყოფნის ბედნიერება წამით... ის არასდროს არ ყოფილა ჩემი,,, თუმცა მე მაინც ბდნიერი ვიყავი,,, მიხაროდა რომ მე მიყვარდა,მიყვარდა ის ვინც მე თავი ადამიანად მაგრძნობინა... გავიდა წლები,,, გაქრა ბავშვობა,,, და მასთან ერთად ბევრი რამ შთანთქა წარსულმა წლებმა,,, თუმცა ვერაფერმა წამართვა უძვირფასესი განძი ჩემი ცხოვრებისა,,, ჩემი სპეტაკი გრძნობა,,, მე ის მიყვარდა,ისევ მიყვარდა... და მან ეს იცოდა... ამ დროის განმავლობაში იმდენი სისულელე გავაკეთე ვერავინ მოსთვლიდა... მასთან მე სულელი ვიყავი... მასთან მე თავს არარაობად ვგრძნობდი... მასთან მე ვშეშდებოდი,,, ისევე როგორც,მაშინ ბავშვობაში... უაზროდ შემეძლო უბრალოდ მეყურა მისთვის და ამით მესულდგმულა,,, მისი ერთი დანახვით წამის მარადიულობა მეგრძნო და სიცოცხლე დამემთავრებინა,,, იცით? არაფერია იმაზე მტკივნეული როდესაც იცი რომ ადამიანი რომლისთვისაც შენ ცხოვრობ,რომლის ცქერა გაბედნიერებს და რომლის ტკივილი შენი სიკვდილია,არასდროს იქნება შენი,,, მე ეს ვიცოდი,მე ამას ვხედავდი,მაგრამ როგორც სულელი,როგორც ბავშვი მაინც აღბრთოვანებული ვიყავი მისით და არაფრად მიმაჩნდა ის რომ იგი არასდროს იქნებოდა ჩემი,თუნდაც იმიტომ რომ მე მეშინოდა ამის,,, ის ჩემთვის სრულყოფილება იყო და მე არარაობას არ შემეძლო მის გვერდით ყოფნა,ვერ შევურაწვყოფდი სპეტაკ ანგელოზს ჩემი გარემოცვით,მე მხოლოდ მასზე ლოცვას ვბედავდი,მე მხოლოდ მისთვის ცხოვრება მიმაჩნდა სწორად... ერთხელ კიდევ გავბედე მეთქვა ჩემი სიბრიყვის შესახებ მისთვის,კიდევ გავანდე მას ჩემი გრძნობა... თუმცა დუმილი... მეორედ მოვკვდი ერთხელ დაბადებული,,, მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის რასაც მე ვგრძნობდი... მე შორს ვიყავი წასული,ამ სამყაროს არ ვეკუთნოდი,,, ის კი ჩემგან ამას მოითხოვდა... მას არ შეეძლო გაეგო ჩემი გრძნობები... მე ის დავკარგე ისე რომ არასდროს ყოფილა ჩემი,,, სამყარო რომელიც სრულიად ცარიელი იყო მისით გახდა ულამაზესი,,, ასეთი სიყვარული მეორედ არასდროს განმეორდება ეს იყო სიტორია ჩემი ცრემლით ნაწერი,ეს იყო ტრაგედია სიყვარულისა... სიყვარულისა რომლითაც მე უბედნიერესი მაგრამ ამავე დროს ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი ამ ქვეყნად... და ეს სიყვარული მე მოვკალი,მოვკალი იმიტომ რომ მე მას მივენდე... მოვკალი იმიტომ რომ ის ჩემზე დიდი აღმოჩნდა და მე მასში ჩავიძირე... ტრაგედიაა უგმიროდ ესეც... თუმცა არც ტრაგედიაა,,, არც გმირი არ ყავს,,, ბედნიერება და უბედურება როდესაც ერთად გეწვევა ორივე,როდესაც ერთად არიან შენში... არ იცი რა თქვა,,, მაშინ მოკვდები... მე მომკლა ჩემმა სიყვარულმა,ჩემმა ოცნებამ,,, და საყვედური უადგილო იქნება... გიჟი ვარ ალბათ იფიქრებთ ასე,,, თქვენ მართალი ხართ,მაგრამ გახსოვდეთ: მე შენ მიყვარხარ! ბედისწერაა ადამიანის ეს სამი სიტყვა,თქვენ ან მისით ისწავლით ცხოვრებას,ან მისით იგრძნობთ ამაოებას ამა ქვეყნისას... დავხუჭე თვალი და კვლავ მას ვხედავ,ისევ ის მიყვარს,მკვდარსაც,ცოცხალსაც... თუ მეღირსება უბრალოდ გაგება მისგან,,, მკვდრეთით აღვდგები... მხოლოდ იმისთვის რომ ერთხელაც ვუთხრა: მე შენ მიყვარხარ!!!