Tuesday, March 16, 2010

რელიგიის თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება საყოველთაოდ არის აღიარებული ადამიანის უფლებების საფუძვლად. რელიგიის თავისუფლება, ფაქტობრივად ყველა ნაციისათვის იქცა კონსტიტუციაში გამოხატულ ნორმატიულ პრინციპად. რელიგიისა და რწმენის საკითხები ადამიანის ყველაზე ღრმა სულიერ სფეროს განეკუთნება და განუყოფლად არის დაკავშირებული პიროვნების ღირსებისა და სინდისის ხელშეუხებლობასთან.
რელიგიური თავისუფლება, როგორც-სასაზოგადოებრივ სუბიექტური უფლება: 1. იცავს პირის ხელშეუხებლობას; 2. აღჭურვას მოქალაქეებს კონკრეტული უფლებით, სწამდეთ რომელიმე რელიგია, 3. სახელწიფოსგან ითხოვს თანამშრომლობას ან ნებართვას, გარკვეულ რელიგიური მომსახურებისათვის. რელიგიურ თავისუფლებას ორი ასპექტი აქვს. ერთის მხრივ იგი მოიცავს რწმენის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ-მათ უფლებას ვისაც არ სწამს. ამ კონტექსტიდან კარგად ჩანს აზრის თავისუფლების მნიშვნელობა.
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით კვლავ არა ერთი პრობლემა არსებობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ, ფართო საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა წარუდგინა ანგარიში, რომელიც 2008 წლის 1ივლისიდან 2009 წლის 30 ივნისამდე რელიგიის თავისუფლების კუთხით 198 ქვეყანაში არსებულ ვითარებას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოცაა. სახელმწიფო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსგავსი ანგარიშების ტონი აღარ არის ისეთი მკაცრი, როგორიც იყო 1997 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში, როდესაც საქართველო, მისი სიტყვებით, სავიზიტო ბარათად იყო ქცეული მთელს მსოფლიოში, რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის თვალსაზრისით.
სტატისტიკის მიხედვით, თუ 2005 წელს დაფიქსირებული იყო 80 შემთხვევა იეჰოვას მოწმეთა შეურაწყოფისა, უკანასკნელ რამოდენიმე თვეში ასეთი შემთხვევა უკვე 24-ია: ”უვარდებიან ადამიანთა ჟგუფები იაჰოვას საოფისე შენობებს, აგდებენ იქ ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ამან ძალიან ინტენსიური სახე მიიღო”.
ბოლნისში მცხოვრები მუსლიმანების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბოლნისის რაიონში, 2009 წელს, 22 გრანდიოზული ჯვარი აღმართეს, მუსლიმანთა სასაფლაოებსა და დასახლებების ახლოს.
რელიგიურ უმცირესობათა პროტესტს იწვევს მართლმადიდებელი მასწავლებლების მიერ, მართლმადიდებლობის გარდა, ყველა სხვა რელიგიის კრიტიკის ფაქტები. დღეს რელიგია სკოლებში ოფიციაულურ საგნად არ ისწავლება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ ხსნის. პრობლემატურ საკითხად რჩება: უნდა იყოს თუ არა მოწყობილი საჯარო სკოლების ოთახებში ხატების კუთხეები?! უქმნის თუ არა უხერხულობას ამგვარი ფაქტები მათ, ვინც არ არის მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევარი?! ილახება თუ არა ამით რელიგიის უმცირესობების უფლებები?
რელიგიური უმცირესობები უჩივიან ქართულ მედიასაც, მაგალითად მუსლიმანი მოსახლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის ოფისის გარდა, არასდროს არავინ არ მიდის მათი ღონისძიების გასაშუქებლად. ელექტრონულ მედიაში ეს თემა არის სრულიად ტაბუირებული. აქ ჩვენ ვერ ვხვდებით რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებას, ტოლერანტობის კუთხით რელიგიურობის წარმოჩენას, ხოლო ბეჭვდითი მედია სავსეა სიძულვილის გამომხატველი პუბლიკაციებით.
რამ გამოიწვია ასეთ ფაქტთა სიმრავლე? ყოველივე ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ისიც, რომ ასეთ დროს სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება ნოლის ტოლია. ისინი უბრალოდ ჩუმდებიან, როდესაც საქმე გვაქვს რელიგიურ დანაშაულთან, ხელისუფლება ალბათ ფიქრობს, რომ ამის გამო მას შეიძლება დაუპირისპირდეს საპატრიარქო, მართლმადიდებლური ჯგუფები და პოლიტიკური ოპოზიცია.
სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციების მიუხედავად, მსგავსი ფაქთები აღიქმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად და ფასდება ხულიგნობად და არა რელიგიურ დევნად. პოზიტიურ საქმიანობად ფასდება-სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი წინგადადგმულ ნაბიჯად ეთვლება ციხეებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მათი რელიგიის შესაბამისი პირობების შექმნა.
ქვეყანაში კვლავ რჩება მართლმადიდებლური სარწმუნოება პრივილეგირებულად, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ პირობებში აყენებს, საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო და დღესაც მრავალეთნიკური ქვეყანაა. ქართველებს მიაჩნიათ, რომ ტოლერანტულ ქვეყნებს შორის არიან და ხშირად ამბობენ, რომ დაცულია ყველა მოქალაქის რელიგიური უფლება და თავისუფლება.
თვალი გადავავლოთ პროცენტულ განაწილებას. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია- ქართველი მართლმადიდებლები 65%, რუსი მართლმადიდებლები 10%, რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ 11% და სომხეთის სამოციქულო ეკლესია 8%.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს განცხადებით ”რელიგიის თავისუფლება ყველა ჭეშმარიტი თავისუფლების საწყისი და დამცველია”.
ადამიანის რელიგიური უფლებების აპოლოგია შეგვიძლია დავინახოთ საერთაშორისო სამართალში და საერთაშორისო ხელშეკრულებით რელიგიური უფლებებისათვის მინიჭებულ აღიარებაში, კერძოდ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში (1948), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში (1955), რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე ნებისმიერი ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაციაში (1981).
თუმცა, ფაქტობრივად ერთია თუ რა წერია ფურცელზე, როგორია კანონი და მეორე, როგორ ხორციელდება იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნის 2/3 მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევარია, ამით უმცირესობაში ექცევიან არა ამ სარწმუნოების მიმდებვრები. პროტესტს იწვევს ბევრი მოქალაქის გულში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მოქმედება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. სახელმწიფოს მხრიდანაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მართლმადიდებლები ატარებენ, ნაკლებადაა ცნობილი ჩვენთვის, რა სიტვაციაა ამ დროს მუსლიმანებში, იაჰოვას მოწმეებში და ა.შ.
მე, როგორც ქრისტიანი, საქართველოს მოქალაქე, ვთვლი, რომ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული რელიგიის თავისუფლება, ნაკლებად ირღვეოდეს უმცირესობათა უფლებები. კანონი თანაბრად უნდა იცავდეს ყველა რელიგიის მიმდევართა უფლებებს, რაშიც უდიდესი როლი უნდა ითამაშონ სამართალდამცავებმა და პირველ რიგში სახელმწიფომ.
ვიყოთ შემწყნარებელნი ყველა სარწმუნოების მიმართ და არ გავიზიაროთ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ”თითოეულ ქვეყანაში დევნის მსხვერპლნი, მხოლოდ საკითარი მრწამსის მიმართ ითხოვენ ტოლერანტობის გამოჩენას”।




თემის ავტორი: ნათია ტუღუში

1 comment:

  1. Online Casino (Pokie) Game - Kardangpintar
    KADG POKIE – The online casino is one of 바카라 the popular online casinos in the Philippines. The name 1xbet is synonymous with gambling. 온카지노

    ReplyDelete